პოეზია · ლირიკა
გვარი
გვარი _ ხმალაღი,გვარი _ ფრთიანი,მტრისთვის გაწნული მწარე სილაქი,გვარი _ გზამკვლევი ადამიანის,გამონაშუქი ჯიშის, ჯილაგის.გვარი _ ურყევი სანგარი თემისდა გალავანი სალოცავ ტაძრის,ამჯანყებელი სისხლის და ცრემლის,ამწონ-დამწონი ცოდვის და მადლის.ერთი გობიდან გამტეხი პურის,ვარსკვლავთა ხომლზე უფრო მრავალი,გვარი _ სინათლე თვალის და გულის,მზე გორის ფხაზე ამომავალი.საუკუნეთა მხრებით მზიდველი,შორით მოსული,შორს გამხედავი,ისარი მშვილდის, გოზაწითელის,98უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგია99ხეტარი ხმალის, გაუტეხავის.გვარი-წარსული, აწმყო, მყობადი,კაცთა თანმდევი ძირისძირამდე,ალბათ, მაღალი უფლის ნობათი,სამუდამოდ რომ დაგვიბინადრეს....მაშ, ცოდვილებო, ნუ იცვლით გვარებს,ყრმანი წინაპრის კვალზე მოდიან,გერჩიოს შენიგინდ იყოს მდარე,ნათხოვარს მიწყივ შენი სჯობია.