პოეზია · ლირიკა
კაჭკაჭები
სუფრასშლიან კაჭკაჭები,
დაუცხვიათ მაჭკატები,
მგონი, გოგოს ათხოვებენ,
გამოუჩნდათ მაჭანკლები.
- რა ნისკარტი, რა თვალები,რა ფრთები და რა ტან-ფეხი! -
კაჭკაჭელას სილამაზით
აღფრთოვანდნენ მაჭანკლები.
გაშლილ სუფრას შემოუსხდნენ,სადღა არის მაჭკატები?!საპატარძლოს შეუსანსლავს,მყისვე მიხვდნენ კაჭკაჭები.
- ვის რად უნდა ღორმუცელა? -აბობოქრდნენ მაჭანკლები,სულ არ დარდობს კაჭკაჭელა,ხომ მიირთვა მაჭკატები?!