↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კლასობანა

ცუცქირიძე ლელა

2026-07-181 წთ საკითხავი3632 ნახვა

—
ზარი, ზარი, ზანზალაკი,
დაირეკა სკოლის ზარი!
უკვე სკოლის მოსწავლე ვარ,
დღეს მივდივარ პირველ კლასში.
ახალთ-ახალ ჩანთაში
ჩავდე მარტო ცარცები,
არ წავიღე რვეულები,
არც წიგნი და ფანქრები.
თურმე უნდა ვისწავლო
დედა-ენა, ანბანი,
კიდევ მათემატიკა -
თავსატეხი საგანი.
მე კი ფერად-ფერადი
ცარცი ჩავდე ჩანთაში,
კლასში შესვლა მეგონაკლასობანას თამაში!
ცუცქირიძე ლელა

ცუცქირიძე ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი