↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვაზი

კუხიანიძე ზურაბ

2018-03-131 წთ საკითხავი1750 ნახვა

—
გამოგაღვიძა აპრილის სუნთქვამ,გამოგაფანტა ფიფქი ტყემლებისდა გასხლულ ლერწზე ბროლივით სუფთაფრთხილად დაგკიდა ჩუმი ცრემლები.შენს ცრემლს ჩიტი სვამს და უხარია.და ეს წვეთები, მზეზე რომ ღვივის,ოცნების წამლად არ უხმარია,თორემ მოარჩენს პოეტის ტკივილს.ცრემლი მზის სხივზე მზივივით ელავს,კრთის და ციმციმებს გულგასახარად,თითქოს შენს ტანში დაგროვდა ყველა,რაც მეზვრემ ზვარში ოფლი დაღვარა.შენ ვერაფერში მე ვერ გაგცვალე,შენი კვირტები გულს ცეცხლს უნთებენ.ვაზო, მაგ მრუდე ყელს ვენაცვალე,გულში ქალივით ჩასახუტებელს.

კუხიანიძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი