პოეზია · ლირიკა
მე რომ არაფერი ვთქვა
ცაო, ცაო, ნათელო, ეს დღე შენი მზის არი,ღამით ციცინათელობ და ლურჯ სიზმრებს გვიგზავნი.ზოგი შენს შუქს ვერ იტანს, ჩვენ კი შენით ვკისკისობთ...მე რომ არაფერი ვთქვა,გული ყვირის-მიყვარსო!
მთაო, ზრდა-გახარება!ოხვრა არ გამაგონო,შენს ლურჯ მკერდზე ქარებმა მარწიოს და მაგოროს,შენი კლდე და ქარაფი დარდით ვინ დაგიზახოს,მე არ გეტყვი არაფერს,გული ყვირის,-მიყვარსო!
წყალწითელას ჭალაში დაქროლილო ნიავო,როს უხილავ ფრთას გაშლი, აბა როგორ ვიავო,ან წამიღე ფრენით და ან შემრიე თიხასო...მე რომ არაფერი ვთქვა, გული ყვირის-მიყვარსო!
ღამით მთვარის სინათლევ, დღისით მზის მცხუნვარებავ,ერთგულებავ, სიმართლევ, ვერ წაგლეკოს ქარებმა.იფრიალეთ დროშადო, აცდენოდეთ ხიფათსო,ენაც რომ ამომშანთონ, გული ყვირის-მიყვარსო!
საქართველოვ, ვულკანზე გაკიდულო აკვანო,ერთო ციდავ რუკაზე, ისე მთელო სამყაროვ,შენზე ლაღ სიმღერათა სიტყვა რამ დამიხავსოს...მე რომ არაფერი ვთქვა, გული ყვირის-მიყვარსო!