პოეზია · ლირიკა
* * * "წარბგადარაზულ ქედებს"
წარბგადარაზულ ქედებს გავყურებ,ცაზე მიკრულებს ჩოხის ქილებად.ცხენი გზის პირას წიწკნის სამყურას,ძერა თეთრ ღრუბელს ელივლივება.
პეპლებს, მინდორზე მიმოფანტულებს,ცხენდაცხენ მივდევ, როგორც მდევარი;დატვირთულ ზვრებში წყარო ფანდურობს,კოცნისთვის მიხმობს ვაზის მტევანი.
მიდი, დაკრიფე, ვინ გყავს დამშლელი,მიდი, იგემე, თუ გაირჯები.აგერ დამყნილი ჩანან ვაშლები,ვით თავწაკრული გლეხის ბიჭები.
შორიდან მიხმობს ის გზა , რომელიცსულ კლდეზე მიდის, სულ აღმართიადა გზისპირებთან ჩაუქრობელიბროწეულების ცეცხლი ანთია.