↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "სათქმელი ქვეყნად"

კუხიანიძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი2263 ნახვა

—
სათქმელი ქვეყნად თავის გზას ეძებს,თან მისდევს დამფრთხალ სულის განგაში,ჩვენში სამშობლოს საქებარ ლექსებსნახავთ ყოველი მწყემსის აბგაში.
დამიმშვიდდება გული და სუნთქვა,როდესაც სიტყვა ბუდეს იპოვნის...ქართველ კაცს, როგორც ჰაერი სუფთა,ყოველდღე უნდა კარგი სტრიქონი.
სათქმელი ეძებს ხსნასა და იმედს,დაფნის ტოტებში სძინავს გვირგვინებს...კარგია, როცა ჩაგვივლის ვინმედა შენს სტრიქონებს ჩაიღიღინებს.

კუხიანიძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი