↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბიჭები

კუხიანიძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი2275 ნახვა

—
საულვაშეზე გაუჩნდებათ ღინღლი და მალესაიალაღოდ გაიწევენ, როგორც ხარები...დედის ნაფერებ, ნაალერსებ ცეცხლიან თვალებსსხვისი უბისკენ გააპარებენ.
გალაღდებიან და სხეულში იფეთქებს ჯიში,თითქოსდა მართლაც უნახესო მათ გასაღები.მამისგან ნასწავლ სადღეგრძელოს, ტოლებთან, ლხინში,თავის ნათქვამად გაასაღებენ.
არ იკითხავენ, რა აწუხებს, რა ულხინს ოჯახს,მათი გაფრენით ვინ იხარა, ან ვინ ეწამა...დაიკოს ნატიფ თეთრ ხელებით დავარცხნილ ქოჩორსსხვას მიუშვერენ გასაწეწავად.
ნათელ ნაკვალევს დაუტოვებს სახეზე წლები,თუმცა თვალები არასოდეს არ ხუნდებიან.და ბოლოს მაინც, ნაომარნი, დაღლილნი გზებით,მშობელ კერასთან დაბრუნდებიან.
აღარ დახვდებათ აღარც დედა და აღარც მამადა ბალღებივით ყრუ ქვითინი აუვარდებათ.მაგრამ დაგმანულ, ცივ ფანჯრებზე, შხამად თუ წამლად,იკანკალებენ შავი ფარდები.
მხრებს ჩამოყრიან, როგორც ქარით დალეწილ რტოებს,დანამულ თვალებს შეავლებენ ეზოს ცირცელებს...ისევ იტყვიან მამის ნათქვამ სადღეგრძელოებსდა დედას ისევ ცოცხალივით დაიფიცებენ...

კუხიანიძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი