↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ბარდნის"

კუხიანიძე ზურაბ

2018-03-131 წთ საკითხავი1747 ნახვა

—
ბარდნის...ცა ფიფქებს მოათამაშებს,ცა და ხმელეთი თითქოს ერთდება,თოვლის ფანტელი ცდილობს ნავახშმევსბუხრის მილების ამოთეთრებას.თოვს...დაფიფქული თრთიან იფნები,სოფლის მიდამო თოვლში რინდდება,ისე უმანკო არის ფიფქები -ბაგის შეხებაც დაგერიდება,თოვს...შენი სახლი, ეზო, ატმები,თოვლით თეთრდება და იბარდნება.სახეს ვარიდებ, მაგრამ ფანტელიშენს კოცნასავით ბაგეს ადნება.ვჩქარობ...უბეში დავეძებ თუთუნსდა საკინძეში ძვრება ფანტელი.თოვს...მე მოვდივარ, ვერა გრძობ, ნუთუ,ფანჯრის რაფაზე დადგი სანთელი.

კუხიანიძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი