პოეზია · ლირიკა
დედა
ბიბინა მოლი და ეზო წყნარი,კუდაპრეხილი ცუგრია ძაღლი,მერცხლის ბუდე და ჭრიალა კარი...მე ასე მახსოვს ბაბუას სახლი.
ელვარე თმები, ვით მწიფე წაბლიდა ჩუმი, როგორც ფიქრი და სევდა,მკრთალი თითები_სანთლები თაფლის_მე ასე მახსოვს მშობელი დედა.
მის ღაწვზე ობლად მბრწყინავი ცრემლითუ რას ნიშნავდა,ვერ ვგრძნობდი იმ დროს...არ მაგონდება თვალების ფერი,მე მახსოვს მისი თვალების სითბო.
ეზოში სახლი, დუმილი მკაცრი,ფანჯრებს ჩამოხსნეს ფარდები თეთრი...მეფერებოდა ქალი თუ კაცი,_მე ასე მახსოვს სიკვდილი დედის.
შემდეგ დედულეთს წავედი სოფლად,თველებს დროებით შეაშრა ცრემლიდა სოფლის ალალ ბიჭებთან ყოფნამგადამავიწყა ობლობა ჩემი.
როცა დავბრუნდი წვივდანაკაწრიდა ჩემს ეზოში მინდოდა ლხენა_ფინიას ნაცვლად დამხვდა ნაგაზი,რომელმაც ავად დამიწყო ღრენა.
სახლში ყველაფერს შევავლე თვალი,ყველა დამიხვდა იქ, დედის გარდა...სარკმელთან იდგა უცნობი ქალიდა ზედ ჰკიდებდა თოვლისფერ ფარდას.
თუმცა თვალებში არ ჰქონდა ზიზღი,მაგრამ ვერ შევძელ მე დაძვრა ენის...ბებომ თქვა :იყავ დამჯერე მისი;მამამ თქვა: დედა არისო შენი.
დედას სათუთი თითები ჰქონდადა იყო ჩუმი, ვით ჩიტი ღამით...მე მისი უბის სითბო მახსოვდადა ვერ ვიწამე სიტყვები მამის...
ეს იყო მხოლოდ გუშინწინ თითქოსდა თავი ახლაც ბავშვი მგონია...მას შემდეგ ვეძებ დაკარგულ სითბოსდა იგი ვერსად ვერ მიპოვნია.