↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიტყვა ეული

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2015-05-131 წთ საკითხავი10822 ნახვა

—
სიტყვა გადვაგდე ერშია,სიტყვა, რა სიტყვა? - ეული,ტანჯულის გულის ნაცრემლი,ჯავრით ნაკვები, სნეული,გულ-გაგმირული, ბეჩავი,თავს მანდილ-ჩამოხეული!ასე წვა-დაგვით გაზდილმა,რას ვიფიქრებდი, იხარა...წვერს მარგალიტი მოისხა,ტანი ზურმუხტით იფარა:მთელს ქვეყანაზე სხივსა ჰფენს,როგორც ცამ გამოიდარა.დაბძანდა ოქროს ტახტზედა,ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი:ისაა ქვეყნის ნუგეში,იმას შეჰხარის სოფელი;მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი,მისი კეთილის-მყოფელი.ვიცინი... იმას, ქვეყანას,ან რა საქმე აქვს ჩემთანა?მიხარის, ჩემმა გაზდილმარომ ბინა ჰპოვა ერთანა, -ერთმა საწყალმა სიტყვამა,ბოროტ კაცთაგან წყეულმა,ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა,თავს მანდილ-ჩამოხეულმა...
1894 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი