↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიმღერა

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2025-04-132 წთ საკითხავი12780 ნახვა

—
(ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს)
არცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა,დავდივარ დედიშობილა,მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,ვინც სიღარიბით ცნობილა.ამ წუთისოფლის თორნეშიბევრი სხვა გამოცხობილა.ჩემს გარდა ასეთ ყოფაშიმრავალი სხვაცა ყოფილა.ყველას სამარე მიგველის,ვინც დედის მუცლით შობილა.საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,თავი მდიდარი მგონია,ისეთი, თქვენმა ძმობამა,ჯერ არვის გაუგონია.მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:მთაში _ მთა, ბარად _ ბარია,ზღვა და ხმელეთი ერთიან,ცას _ ვარსკვლავების ჯარია,დილით მზე მანათობელი,ღამის გუშაგი მთვარია,მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,ბეჩავთ ქვითინი მწარია,ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,ცა მოწმენდილი, დარია;დილით გაფურჩნა ვარდისა,მთელი იმისი გვარია;ია, უღრან ტყეს მოსული,თალხკაბა, ენამტკბარია,კლდის თავს გაშლილი პირიმზე, _მთის სასახელო ქალია;მარგალიტივით მდელოზედბრჭყვიალა დილის ცვარია.ზამთრის ზვავების ქუხილი,გაზაფხულს წვიმის ღვარია,იქ ჯოჯოხეთი, სამოთხისთუ დამიკეტეს კარია.ხარს ვგევარ ნაიალაღარს,რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _მძინარიც იმას ვდუდუნებ;საწყალთ საწყლობა რო მესმის,იმათ ვარამზე ვწუწუნებ;არცროს უსაქმო არა ვარ,მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,ბეჩავთაც გავუზიარებ.სიკეთისათვის სიკეთესარავის დავუგვიანებ.ავის თქმით, ავის ქცევითაგულს არვის დავუზიანებ.ხარს ვგევარ ნაიალაღარს,რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _მძინარიც იმას ვდუდუნებ;საწყალთ საწყლობა რო მესმის,იმად მაგივრად ვწუწუნებ;ხანდახან ჟინი ამიღებს,სიმღერას დავაგუგუნებ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი