პოეზია · ლირიკა
სიყვარული
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
შენმა სურვილმა დამლია,შენზე ფიქრმა და სევდამა,შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,გულის თვალებით ხედვამა;მაოცებს შენი გამზდელი,ვინც შენ გაგზარდა დედამა...კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,მე გულს მაწევხარ ნისლადა,მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,გულზე მობმულო ღვიძლადა.მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:ვერ ვძლევ შეჩვეულს გრძნობასა.მთელის ხმელეთის სწორი ხარ,ვინ მიზამს შენოდნობასა?ვინა სთქვა: “ტრფობა ბერდებადა სატრფიალო საგანი,ყინულის ეკალს დაისხამსწამწმები ცრემლით ნაბანი,ცრემლითა ნასურვილევით,დრო რა გაივლის და ხანი?!”ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,დამხურეთ მიწის საბანი,თუ ჩემს შენდამი სიყვარულსდაეკლოს ერთი ცვარია.თუმცა რაც პირველად გნახე,მას შემდეგ კარგა ხანია,ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდსთუ ავდარი, თუ დარია,საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!