↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიყმე სიბერედ ვაქციე

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2015-05-131 წთ საკითხავი10820 ნახვა

—
სიყმე სიბერედ ვაქციე,ერი კი - ვერა ერადა.იმედი მქონდა... ჩონგურიმოვმართე, დავჯე მღერადა.მეწადა, ჰანგი მსმენელთაგულისა ამაზრზენადაჰქმნილიყო ჩემთა მოძმეთა,ცად აეწია ზენადა.შევამკე მთები მაღლებიდა ბარი ათასფერადა,აზრი საერთო, საქვეყნომინდოდა გასაკვერადა;ამისთვის თავსა დავწიე,ვაქციე ნაცარ-მტვერადა.ვადიდე გმირთა სახელი,მკლავი და სულით დიდობა,დავძრახე ქვეყნის ორგულიდა შეურაცხვყავ ფლიდობა;სიმაძღრე სიმშილზე ვცვალე,ფუფუნებაზე - მწირობა.მინდოდა არ შამებღალამე წმინდა დედა-შვილობა.პირნათლად მივალ საფლავში,მტკიცედ დავიცევ პირობა.ამას მითვლიან ცოდვადა,რაშიც მე მიჩნდა გმირობა;თავს დამჩხავიან ყორნები,გაუმართიათ ყრილობა.შემირცხვა ზოგის ნამუსი,გრძნობა, აზრი და ზრდილობა:კაცობად დაუსახიათსიჩერჩეტე და ვირობა!რა მეთქმის? გული მკვდარია,ცრემლი მდის ნუგეშ-მწველადა;მე კაცთა შორის მეტი ვარ,უნდა გავიჭრა ველადა,რაკი გადიქცა ეშმაკიტკბილ მოსაუბრე გველადადა თანამოძმე ეს ჩემი -მის ყურისმგდებელ ევადა,როს გახდა საქვეყნო საქმეუსუსურთ საღეჭ კევადა.
1907 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი