↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მატარებლები

გრუზინსკი პეტრე

2026-07-181 წთ საკითხავი3294 ნახვა

—
მატარებლები ყოველ დილითდა ყოველ ღამესადღაც მიდიან,საით მიდიან, ეგ სულერთია _გზები დიდია.მთავარია, რომ სადღაც მიდიან,სადღაც მიდიან...იმ მატარებელს მიჰყავს მგზავრები,უკან ბრუნდება,ზოგის იმედი ბაქანზე რჩება,ზოგის _ სრულდება.ზოგი მგზავრი კი არასოდეს არ დაბრუნდება,არ დაბრუნდება,არ დაბრუნდება...მატარებლები ყოველ დილითდა ყოველ ღამეცივი კივილით სადღაც მიდიან,საით მიდიან, ეგ სულერთია,გზები დიდია,მთავარია, რომ სადღაც მიდიან...მეც მინდა გავყვე ერთ-ერთ მათგანს,წავიდე სადმე,საით წავიდე, ეგ სულერთია,რახან შენ დაგთმე...მთავარია, რომ წავიდე სადმე...
გრუზინსკი პეტრე

გრუზინსკი პეტრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი