↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვიცი, მე ვიცი

გრუზინსკი პეტრე

2026-07-181 წთ საკითხავი3307 ნახვა

—
ვიცი, მე ვიცი,რომ ტვირთად გაწევსმოუსვენრობა გარდასულ დღეთა;ღვინით, უძილო ღამეებით გულგატეხილიმოვედი შენთანდა შიშნაკრავი პატარა გულიმაინც ქალური სითბოთი შემხვდა.ვიცი, მე ვიცი,იმ უძილო ღამეებს გაჰყვასიჭაბუკე და სიწმინდე სულისდა ვდგავარ შენი ცხოვრების გზაზეისე, ვით მგზავრი გვიან მოსული.ვიცი, მე ვიცი, ბევრჯერ ვინანებ,რომ შენთან მოსვლა დავიგვიანე;უაზროდ დავწვი სიცოცხლის დღენი,აქვე იყავი _ სადღაც სულ ახლოსდა თავის დროზესიახლოვეც კი ვერ ვიგრძენ შენი.ვიცი, მე ვიცი,რომ ჩვენ შორის ცივად ჩამდგარანწლები დამწვარი ღვინით და ვნებითდა მე სულმოკლემ, ლამის არის ვწყევლო ყოველი,ის, რაც მიყვარდა თავდავიწყებით.
გრუზინსკი პეტრე

გრუზინსკი პეტრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი