↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ხან მდიდარს, ხან ღარიბს"

უგულავა ედუარდ

2011-08-121 წთ საკითხავი1337 ნახვა

—
ხან მდიდარს, ხან ღარიბს,ჯანმრთელს თუ საპყარს,ვინ იცის, რამდენი რამ უნდა გსურდეს,ბალახი შეგიჭამს საყვარელ საფლავს,თუ ქარი დაგინგრევს ერთადერთ ბუდეს,დროს ნერვებს აუწყობ, თუ ყელში წვდები,მოელი მომავალს, თუ წარსულს გემობ,საშინელ სისწრაფით მიგათრევს წლებიიმ ქვეყნად და მაინც, ადამის გენო,აიტან სიბერეს, გაიტან ზამთარს,სიცოცხლეს ღვინიან ჯამივით დაცლი...შენ ბრძოლა მითხარი საკუთარ თავთან,სხვა რამეს, როგორმე, გაუძლებს კაცი.
უგულავა ედუარდ

უგულავა ედუარდ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი