↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იავნანას ვერ მღერიან ძიძები

უგულავა ედუარდ

2011-08-121 წთ საკითხავი1342 ნახვა

—
როგორც იქნა, შეგიჩვიეს ძიძებმა,გიამბობენ ზღაპრებს ტკბილი ქართულით,შენ ღიმილით გიყვარს გამოღვიძება,ხარ ბავშვი და ცხოვრებასთან არ სტყუი.ჩემო კარგო, ჯერ არ იცნობ სიყალბესდა მტირალიც ცისკრის დარად ხმიანობ.რა თქმა უნდა, გულით უნდა გიყვარდეს,ვინც გაგზარდა, ჩემო ხუჭუჭთმიანო!მაგრამ მერე, როცა დიდი იქნები,თქმა არ უნდა, შენც მიხვდები, ღვთისფერო,იავნანას ვერ მღერიან ძიძები,იავნანა დედამ უნდა იმღეროს!
უგულავა ედუარდ

უგულავა ედუარდ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი