↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გალაკტიონი

უგულავა ედუარდ

2026-07-181 წთ საკითხავი823 ნახვა

—
ცას არეული ნერვები უთრთის,მზე აღარ ესვრის ქალაქს მიმოზებს…ნაწვიმარ გზაზე, ნაცრისფერ ყუთით,გადარბის ბიჭი მეპაპიროსე.შენ კი მიდიხარ, თითქოსდა ძვლებისხვა ნებისყოფის ძალით აკინძე...რომ ჩაისუნთქო ჰაერი შვებითსულს პერანგივით უხსნი საკინძეს...ძლივს ჩამოთავდა დაღმართი ვერის,დამქანცველ ფიქრებს წამით შეეშვი _ეს შემოდგომის ნიავი მღერის,გაფრენილ ფოთლის სიყვითლეებში...მხოლოდ ასეთი გამშვიდებს განცდა, _თითქოს გაიბნა ქარში ღიღილო,პატარა გოგო სირბილით გაგცდა,რომ კვლავ შემოგხვდეს და გაგიღიმოს.მერე იმ ხალხით მძიმდება ხიდი,რომ არ ეთვლებათ შიში ლაჩრობად...მტკვარი კი ისე ლამაზად მიდის,„კარგია მტკვარში თავის დახრჩობა“...ალბათ სილურჯე ეფინა ფერხთით,იყო უცნობი ჟრჟოლით ცდუნება,როს პოეზიის ანგელოზს შეხვდიდა „სისხლით დადეთ ხეშეკრულება“...ეს, რა თქმა უნდა, დაგიჯდა ძვირადდა უსაშველო შენი დიდება,ისე გამძიმებს, ნერვების რკინალღვება და თვალი გინოტივდება.ან ვინ დაგინდობს აფრენილს ცამდე,ვინ გაპატიებს ხილვებს წარუშლელს…თითქოს ვიღაცას მიზანში ჰყავდედა სადაცაა ჩახმახს დაუშვებს...მაინც მიდიხარ, მაღალთა სწორი,მიაჟღარუნებ შენს ხვედრს ხუნდებად...აფთრის ხროვასთან ნაბრძოლი ლომიბუნაგში, ალბათ, ასე ბრუნდება...შენ ვერ მოიხსნი ეკლიან მავთულს,ვერც სისხლით ნაწერს წაშლი თარიღებს...და „ვინც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს,ის პოეზიას შენსას გაიგებს“!
უგულავა ედუარდ

უგულავა ედუარდ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი