↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს მირჩევნია

უგულავა ედუარდ

2011-08-121 წთ საკითხავი1341 ნახვა

—
ქარი ჩადგება, ისევ გავა თვე,ახლა სიცოცხლე სულ სხვა ფერია.მე გათოშილი ბარტყი გავათბედა თქვენს ცხოვრებას ეს მირჩევნია.სევდით ნასეტყვი სათუთი სახეროგორც ყოველთვის, აქეთ ბევრია.მე პურის ნატეხს ჯვარი დავსახედა თქვენს ღრეობას ეს მირჩევნია.ქუჩაში გაველ, არ მახსოვს, რაზედა ვხედავ ირგვლივ ყველგან რიგია.თქვენ რომ სასახლის კარი დარაზეთ,მე ჩემი ოდის გამომიღია.დამმძიმებია თოფისგან ბეჭი,იქ, სადაც ვიყავ, ყველგან მთებიადა თეთრი ცხენი ლაგამნაღეჭიმთების თეძოზე მიჭენებია.ხმა გამიგია დაშრეტილ დოქის:იქ გზა კი არა, მწვანე ბორცვია.მდინარის პირას მუხლზე დაჩოქილს,კალმახის ცრემლი დამიკოცნია.ქარი ჩადგება, ისევ გავა თვე.ახლა სიცოცხლე სულ სხვა ფერია.მე გათოშილი ბარტყი გავათბედა თქვენს ცხოვრებას ეს მირჩევნია.
უგულავა ედუარდ

უგულავა ედუარდ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი