↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გულში შენ ხარ

უგულავა ედუარდ

2011-08-121 წთ საკითხავი1334 ნახვა

—
ჰქრის სიკვდილი, ეცემიან სანგრები,მივალ ქარში, ვიზიარებ ლომის ხვედრს.არ იფიქრო _ წამით არ დავვარდები,გულში შენ ხარ, ტყვიას როგორ მოვიხვედრ?!ახლა ძარღვში სისხლი ისე აღლუმობს,რომ კივილით შენკენ ლტოლვას ამალებს.თუ ღმერთი გწამს, სიჯიუტევ ქართულო,ნუ შემაჩვევ ამ შორეულ ტრამალებს.შენ ხომ იცი, დამარცხების არ მჯერა,თორემ რაა სიკვდილივით ადვილი.ისევ ვიბრძვი და დასისხლულ მარჯვენასკვლავ მიმაგრებს შენი თეთრი მანდილი.და თუნდ უცხო სენმა ძვლები დამიხრას,არ დავეძებ, ერთი მაგის მომგონიც...ცეცხლი ხარ, თუ ნისლი ხარ, თუ ქალი ხარ,კარგი კი ხარ, ვინცა ხარ და როგორიც.
უგულავა ედუარდ

უგულავა ედუარდ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი