პოეზია · ლირიკა
*** გარდაიცვალა კაცი და ცოლმა
გარდაიცვალა კაცი და ცოლმადატოვა შვილი... სხვისას წავიდა...არ აკარებდა ცივ ნიავს ძმისშვილს,ბავშვს ხელის გულზე ზრდიდა მამიდა.
ვერ მეგობრობდა ბიჭუნა სხვებთან,უცქერდა იმათ თამაშს ეზოდან.ზოგიერთს ჭკუა იმდენი ჰქონდაბავშვს ასეთ რამეს ეკითხებოდა:
დედა გიყვარს თუ მამიდა უფრო?თან აფიცებდნენ, _ სიმართლე სთქვიო;და პასუხობდა ბიჭი თავდახრით:მამიდა! დედას გეფიცებიო!