↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვცოცხლობ და

უგულავა ედუარდ

2011-08-121 წთ საკითხავი1332 ნახვა

—
ვერც მე ვუცქერ ამ ცხოვრებას შუშიდანდა ძვალ-რბილში არც იმედად მევსები.არ ვწერ ლექსებს,მაგრამ ვერ ვარ გულმშვიდად,ლექსს დავწერ და ვერ მშველიან ლექსები.რადგან ირგვლივ ისე მღვრიე ნისლია,ვერ გხედავ და ოფლი დამდის ღვარული.არ მიყვარდე, ალბათ, არ შემიძლია,მიყვარხარ და მიჭირს ეს სიყვარული.იქნებ ჯობდა, რომ მქონოდა სხვა გული,ქვის სიმძიმე და იმედის მომცემი,თორემ ტვინი, ფიქრით შემობარული,ამოივსო დარდით და გაოცებით.და მეც ისე ვიცნობ მიწის სარეცელს,რომ ვერ შევძლებ მზესთან ახლო მივცოცდე.ვცოცხლდები და კვლავ სამარეს დავეძებ,შიგ ვწვები და მენატრება სიცოცხლე.
უგულავა ედუარდ

უგულავა ედუარდ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი