↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეცა მყავს ჩემი თოლია

გრუზინსკი პეტრე

2026-07-181 წთ საკითხავი3298 ნახვა

—
ზღვას რომ გაჰყვება უკვალოდთოლია, მაცნე ქარბუქის,ვიწვი სანთელზე უბრალოდ,თუმც აღარა ვარ ჭაბუკი.ნუ ფიქრობ, სულ მთლად მოვბერდი,გულში რომ გაუქროლია,ქარიშხლის წინამორბედიმეცა მყავს ჩემი თოლია.ის თუ ფრთებს ზღვაში ისველებსდა ქარზე უფრო მარდია,ჩემი გულს აღარ მისვენებს,თითქოს გაფრენა სწადია,დავიჭერ, დავაკვირდები,ყველაზე კარგი მგონია,მიკვირს, ჩემს უფრთო თოლიასმწვანე თვალები ჰქონია.
გრუზინსკი პეტრე

გრუზინსკი პეტრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი