პოეზია · ლირიკა
* * * მე შენთან შეყრის შორი იმედით (მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი)
მე შენთან შეყრის შორი იმედითძალმიძს, ვიცოცხლო ათასი წელიდა თუ მოვაღწევ, გამიკვირდება,რა უცებ გპოვე, ოცნება ძველი.თუ ვერ მოვაღწევ, მაინც ტკბილიაეს გზა - იმედის ცრემლებით სველი.რა ვუყოთ, განა ყველა ეწიამიზანს, ვინც განვლო ქვეყანა ვრცელი?ან ვინც დათესა, მოიმკო კიდეც?მთიბველს ყოველთვის გაუჭრის ცელი?მე შენმა ტრფობამ უცებ დამძლია,აღავსო ჩემი არსება მთელი.ეს ცეცხლი ტანჯვით არა ნელდება,რაღაც საოცრად დამრია ხელი.არ მინახიხარ ჯერაც არასდროს,მაგრამ ყოველთვის შენს ხილვას ველი.შევცქერ ვარსკვლავთა შორეულ ციმციმსდა თვალებს მიწვავს ალმური მწველი.მე გავხდი შენი ნანადირევი,დაღად მაჩნია იარა ძველი.შენმა ხატებამ გამაპარტახადა მომანიჭა სამყარო მთელი.