↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რომელ კანონში წერია?!

კალანდაძე ანა

2019-08-121 წთ საკითხავი9511 ნახვა

—
გარდაისახე პირჯვარი,შავი შეკაზმე ცხენია,ქამანდი სტყორცნე ლემადეს,წამით დაკეცა ფრთენია, -შენად იგულვე!..იმას კი...კვლავ ცხრა მთა გადუფრენია:მინდორში ქარის დაჭერა...რომელ კანონში წერია?!
***გულს არ ჩერდება გრძნეული სხივი,ფარჩები, აჰა, ფლასებად შლილა!სად არს ნათელი შენი უებრო,კვლავაც უძღოდეს გაზაფხულს წინა?სად არს ნათელი?
***შემოგღაღადებთ სამადლობელსძალთა ცისათასულ მცირე ჟამის, წუთიერისსისავსისათვის:ადგა ყვავილნარს ანგელოსთამჭვირვალე ჩრდილი,ლაღად ყვაოდა საუკუნოსამეფო მტილი!
კალანდაძე ანა

კალანდაძე ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი