პოეზია · ლირიკა
საით არიან შალვა,ბიძინა და ელიზბარი?
საით არიან შალვა,ბიძინადა ელიზბარი?მტერს საით ჩეხავს მარად ძლიერიიმათი ხმალი?მძიმედ იღება და იხურებასაყდრის კარები...დარბაისლური სიჩუმით დუმანერისთავები...ქართველნო, ჩვენი ის სამი გმირი,ვის წინ თავს ვიხრით,სპარსეთისაკენ პირმიქცეულაბებერი ციხით:ეჭვს ხომ არ იღებს, ცუდს ხომ არა გრძნობსცბიერი შაჰი,რომ... აჯანყების ცეცხლი მოიცავსბობოქარ კახეთს?დაუმცხრალია და ამაყიაშურისძიება -აზვირთებული გადაერევამტერთა ლაშქარში...ამ სამი გმირის წმიდათაწმიდახსოვნად კაშკაშებს,იკორთის მთაზე რომ გადმომდგარაჯიღად მთიები!
1959