↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თოვლის საგალობელი

ნოზაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი268 ნახვა

—
შენ ხარ ლამაზი სიკისკისეთი,შენა ხარ თეთრი კრავი გვრიტინა,შენ ხარ ფაფუკი ფიფქი ისეთი,წვიმამ სიზმრად რომ წარმოიდგინა.შენა ხარ ბავშვი გაშლილ ფრთიანი,ბაგე-ნორჩი და თვალებ-ნაბია,თითქოს სინაზის ცაში შრიალითნატვრებს მიგზავნის მთვარე და ია.შენა ხარ ღიმის-ღიმში ლივლივი,სულში უამრავ სითბოს დამნთები,ოცნებით სავსე ძილში ღიმივითთვალზე და ტუჩზე მიტომ მადნები.შე ქალაქელავ, ფერით სოფლელავ,ცინცხალმა მუზამ წვეთში ჩაგმალა,მიყვარს სარკმელთან შენი მოფრენა,შენი კოცნა და ხელში აყვანა.შენ ხარ ლამაზი სიკისკასეთი,შენა ხარ თეთრი კრავი გვრიტინა,შენ ხარ ფაფუკი ფიფქი ისეთი,წვიმამ სიზმრად რომ წარმოიდგინა.

ნოზაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი