პოეზია · ლირიკა
სურათები
ღამე ამბორს გაინაზებს,წყარო იჭვით ათრთოლდება,მთვარე ამ დროს აივანზეგამობრიჯიტბარდოვდება...წმინდას, ფიფქ-თოვლ-ბაგემოსილწყაროს ახლა მთვარე რთავს დაციდან თვითონ ანგელოზიჩამონესტანდარეჯანდა...მხნეობს, ფრინავს თვალი ცაზე,დათმო ძველი მზერის სევდა,შემოდგომაც აივანზეამომერიმერიმერდა...ცრემლებს ღვრიდა თითქოს დარდი,სატრფოს სული გულით გრძნობს დაეკლებიდან თვითონ ვარდიამოსულისულიკოვდა...ვარდთან ფეთქავს, ეტრფის ნიავს,ხარობს, ციდან მზიანდება,ალბათ ახლა თეთრი იაცამოიაიავდება...დიდგულმშვენობს გონის Fფიქრი...ამ დროს ციდან: _ ფრთხილად, ფრთხილად,თვით უმტვერო თოვლის ფიფქიჩამოთინათინათინდა...