პოეზია · ლირიკა
ელდორადო (მთარგმნელი: ვასილ გულეური)
მამაცი მხედარიარ დრკება, მხნედ არის -ქარია, წვიმს თუ ათოვს,სიმღერით მიიკვლევსმომქანცველ ბილიკებს,დაეძებს ელდორადოს.
მაგრამ დრო გავიდამსახვრალი, ავი დამის გულს შემოაწვა სევდა.არ იყო ადვილიეპოვა ადგილი,ხატება რომლისაც სდევდა.
და როცა მცირედიშემორჩა იმედი,პილიგრიმს შემოხვდა გზაზე -"აჩრდილო, მითხარისად არის ის მხარე -მიწაზე, ცაში თუ ზღვაზე?"
"მიუწვდომ არეზე,მთებს იქით, მთვარეზე,ველზე, თეთრად რომ ათოვს,პირქუშს და შორეულს,აჩრდილთა ორეულს,შენ ნახავ ელდორადოს!"