↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყორანი

პო ედგარ ალან

2022-06-125 წთ საკითხავი1199 ნახვა

—
ერთხელ ღამით როცა ბნელი მაძალებდა ფიქრი ძნელიუცნაური თავსატეხის, მივიწყებულ ცოდნის აზრსმომეჩვენა, ვიღაც მიხმობს შემომესმა უცებ თითქოს,აკაკუნებს ვიღაც ითხოვს თავშესფარს, აღებს კარს"სტუმარია" გავიფიქრე "აკაკუნებს აღებს კარსსტუმარი სხვა არარა"მაგონდება, მახსოვს მაშინ დეკემბერში, მყინვარ ქარშიჯერ ჩაუმქრალ ნაკვერცხალში ლანდი როცა ახელს თვალსმოვინატრე განთიადის შუქი, დრო რა ნელა გადის!სევდა ლამის მისწვდეს ცამდის სად ლენორის სახლი დგასმზეთუნახავ ქალის ვინაც ანგელოზთა ისმენს ხმასაქ არავინ იცნობს მასჩრდილი ჩუმად ფრიალებდა უჩვეულო შრიალებაგანცვიფრებულს ფანტასტიკურ შიშის ელდას სცემდა ზარსგულისცემა ჩემი მესმის ხმა ღამეულ წყვდიადს ერთვისისევ ვიმეორებ ჩემთვის აკაკუნებს აღებს კარსსტუმარია ვიღაც გესმის აკაკუნებს აღებს კარსსტუმარი სხვა არარა.რომ დავძლიე შიში ძნელად კარებისკენ მივალ ნელა"მოიცადეთ" ვამბობ "ცოტა მოითმინეთ სულ ერთ წამს"ფიქრებში ღრმად ჩავიძირე სევდა გულზე მაწვა მძიმეუნებლიედ ჩავიძინე ყური ძლივსღა ვუგდე ხმასაკაკუნებს ვიღაც მივხვდი მივდივარ და ვაღებ კარსწყვდიადი სხვა არარა.სიბნელეში მზერა მირბის შიშისაგან გული მიმდისიქ ზმანებას ვხედავ ისეთს ვერ გავბედავ ენით თქმასსიჩუმე კი, დაურღვევი უძრავი და უმეტყველიმხოლოდ ერთი სიტყვის მთქმელი "ლენორ!" შემომესმა ხმამე ვჩურჩულებ ეს ექოა იმეორებს მხოლოდ ხმასმხოლოდ ხმა, სხვა არარაგულში ცეცხლი დატრიალდა სულში ალი აბრიალდარაღაც ისევ აწრიალდა მოუმატა კიდეც ხმასეს ხომ "ვთქვი მე, ახლა ვხვდები სარკმელიდან ისმის ხმებირომ ვიხილო ახლოს ვდგები აფრთხიალებს თითქოს ფრთასმაჟრიალებს, ტანი მიკრთის აფრთხიალებს თითქოს ფრთასქარი ქრის, სხვა არარადარაბები გამოვაღე ფრთის ფართხუნით, დავინახეშიგ ყორანი შემობრძანდა მედიდურად იჭერს თავსანარეკლი წარსულ ჟამის დავივიწყეთ ჩვენ რომ ლამისროგორც მბრძანებელი ღამის შეაფრინდა სახლის კარსშეხტა პალადას ბიუსტზე ზემოდან რომ ადგას კარსშემოჯდა სხვა არარამწუხარება გამინელდა გავიღიმე გაქრა სევდასახე ისე ამაყი და უცნაური ჰქონდა მასაქოჩრილი ბუმბლი ბნელი ეს ყორანი ძველისძველიჩემს სარკმელთან საზარელი მოუგდია ღამით ქარს,"თქვი ზმანებავ ღამეულო გიწოდებენ სახელს რას?"ჩხავის მხოლოდ "არარა!"მართლაც ძლიერ გამაოცა მან წარმოთქვა სიტყვა როცაუაზრო და უმიზეზო მოსაწყენად ჟღერდა ხმაუბადლო და არსად თქმული, საოცრება არის სრულირომ ფრინველი არნახული შეაფრინდეს ღამით კარსფრინველი, ან იქნებ მხეცი დააფრინდეს ძეგლის თავსდაიჩხავლოს "არარა!"ყორანი რომ ძეგლზე დაჯდა მხოლოდ ერთი სიტყვა დასძრაერთი სიტყვა მაგრამ სული მოაყოლა თოთქოს მასარც ჩხავის და არც ყრანტალებს არც კი, ამოძრავებს თვალებსწავა, გაფრინდება მალე ვჩურჩულებ და ვხუჭავ თვალსვით ქრებიან იმედები მიმატოვებს დილით ხვალშემომძახა: "არარა!"შევკრთი თითქოს მიწა იძრა მან იგივე სიტყვა მითხრა"მართლაც" ვთქვი მე "მან ყოველთვის ერთი სიტყვა უნდა თქვასუცაბედად გაგონილი, ვინმე სასოწარკვეთილისიკვდილმისჯილი რომ მოთქვამს ეშაფოტზე როცა დგასრომ გალობენ სულთათანას სევდიანი ისმის ხმა"ო, არა, არარა!"კვლავ ღიმილად გადამექცა, სევდა ალბათ ჩვევად მექცასავარძელი დავდგი კართან ფრინველი კი იქვე დგასახლა უკვე აღარ მიკვირს დრო საკმაოდ მქონდა ფიქრისვდარდიანობ მხოლოდ მისთვის რომ არ ვიცი ნეტავ რას,რას მიქადის საშინელი ხმით რომ დაიყარყარაშემომძახა "არარა!"გამოვიცნობ მაინც მჯერა არ დამიძრავს თუმცა ბგერა,სანამდის მის თვალთა მზერა გულს აღგზნებულ ცეცხლში წვავსსაგონებელს ჩაძირული განსაცდელში განწირულივხედავ შუქი გაყინული იისფერი სხივით რთავსოთახს მკრთალი შუქი ფარავს დამცინავი სხივით რთავსდამცინის: ო, არარა!"მომეჩვენა ვიღაც თითქოს სურნელოვანს აფრქვევს სითბოსსერაფიმი მოაბიჯებს და წკრიალა ისმის ხმა"საბრალოვ, ღმერთს შენი სულის განკურნება სურს ტანჯულისშესვი მადლით და ქალწულის აღარ გაიგონებ ხმასშესვი, შესვი ეს სასმისი დაივიწყებ უმალ მას."ჩხავის ისევ "არარა!""მოძღვარი ხარ ბოროტების ეშმაკს გამოგისხამს ფრთებიხარ მაცდურის მოგზავნილი მოუგდიხარ ღამით ქარს.უბადრუკი განდეგილი მოხიბლული დაწყევლილიავსახეთაგან დევნილი გევედრები მართლის თქმასგალაადის მთებში შველა არის ჩემთვის თუ არა"ჩხავის ისევ "არარა!""მოძღვარი ხარ ბოროტეის ეშმაკს გამოგისხხამს ფრთებიჩვენ ორივეს გვფარავს ზეცა თანაც ერთი ღმერთი გვწამსეღირსება კი, რომ ჩემს სულს ნეტარებას მონატრებულსთუ იხილავს წმინდა ქალწულს აქ რომ არვინ იცნობს მასმზეთუნახავს, წმინდა ასულს ვინც ზეციურს ისმენს ხმას"ჩხავის ისევ "არარა!""დაე შენი ბოლო სიტყვა განშორების ნიშნად ითქვასგანვედ ჩემგან შორს მაცდურო შორს ღამეულს მიჰყევ ქარსარ დატოვო არც ბუმბული ვით მაცდური სიტყვა თქმულიმიმატოვე მარტოსული ნუღარ შემოაღებ კარსგულს ნისკარტი მომაცილე ჩამოშორდი ძეგლის თავს"ჩხავის ისევ "არარა!"მომზირალი უმოწყალოდ ზის ყორანი უმოძრაოდქვის პალადას თეთრ ბიუსტზე ზემოდან რომ ადგას კარსთვალებით კი, ის ჰგავს გრძნეულს ბოროტ დემონს ჩაძინებულსმან კარებთან დაკიდებულ ჭრაქის შუქიც დაფარასული ჩემი იმ ჩრდილიდან ოთახი რომ დაფარაწამოიწევს? "_არარა!".

პო ედგარ ალან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი