პოეზია · ლირიკა
ანაბელ ლი (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ეს მოხდა ზღვის პირას, ერთ დიდ სამეფოში,დიდი ხნის, დიდი ხნის წინ,იქ ერთი ქალწული ცხოვრობდა, რომელსაცეძახდნენ ანაბელ ლის;მას ისე ვუყვარდი, არას დაეძებდა,ოღონდ მყვარებოდა ის.ყმაწვილი იყო და ყმაწვილი ვიყავიზღვის პირას დიდი ხნის წინ,მაგრამ სიყვარულში სიყვარულს ვჯობნიდითჩვენ - მე და ანაბელ ლი;და ამ სიყვარულის ერთხელაც შეშურდათფრთიან სერაფიმებს ცის.ეს იყო მიზეზი იმისი, რაც მოხდაზღვის პირას დიდი ხნის წინ,ქარმა დაიქროლა ღამით და მოჰგვარაჟრჟოლა ჩემს ანაბელ ლის;წამიც, და ამაყი ხალხი მისი გვარისგაჩნდა და წამგვარეს მყის,წამგვარეს, ჩაკეტეს შავბნელ აკლდამაშიდიდი ხნის, დიდი ხნის წინ.ჩვენი აღმაფრენის რადგან ნახევარიცარ ეგრძნოთ ანგელოზთ ცის,ამიტომ მოხდა (ეს სუყველამ უწყოდაზღვის პირას დიდი ხნის წინ),რომ ქარმა დაქროლა ცივი ღრუბლიდან დამომიკლა ანაბელ ლი.მაგრამ ნებისმიერ ბრძენკაცზე ძლიერადვგრძნობდით სიყვარულის ხიბლს -და არც ლაჟვარდებში მცხოვრებ ანგელოზებს,და არც ბოროტ სულებს წყლის,არ ჰქონდათ უნარი, განეყოთ სულებიჩემი და ანაბელ ლის: -მას მერე სხივები მთვარის მახსენებენყოველთვის ანაბელ ლის;ვარსკვლავთა შუქი კი ფართო თვალებიამშვენიერ ანაბელ ლის;და ასე, ღამეში, ჩემს ძვირფას საცოლეს,სიცოცხლეს, სიყვარულს ცივს,ვუწევარ გვერდით მის შავბნელ აკლდამაში -ეს მოხდა დიდი ხნის წინ.