პოეზია · ლირიკა
* * * სად არის ქვეყნად უნაღვლო გული (მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი)
სად არის ქვეყნად უნაღვლო გული, მზნე და სვიანი?ან გულის მიღმა სხვა რამ სამყარო ბნელი, მზიანი?ოხვრა და სუნთქვა ქვეყნად არიან ტყუპნი, მარჩბივნი,ვოხრავ და არ ჩანს თანამსუნთქველი - სატრფო გვიანი.გთხოვთ განმიცხადოთ, ოდესმე მაინც რა დააყუჩებსმიჯნურთ იარას, თუ არ სალბუნი სიკვდილიანი.მე ეშმისა და ადამიანის ბევრი მსმენია,ეშმად ქცეულა ყველა, სადღაა ადამიანი?!