↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბებიას საყვარელი გამონათქვამები

თავაძე გიზო

2013-05-121 წთ საკითხავი960 ნახვა

—
ზეცისაკენ ილტვოდა,
უფლის ნება დიდია!
ბებო ხშირად იტყოდა:
„გული ძაფით მკიდია“...
რომ არაფერს ითხოვდა,
ვიცი, ბევრჯერ ვინანებ,
ბებო ხშირად იტყოდა:
„იმ გორზე დავივანებ“...
მუდამ მემახსოვრება,
კაფავს წალამს ბებია,
იტყვის: „ჩემი ცხოვრება
ორი პარასკებია“...
აქეთ არვინ დარჩება,
იქით მიტომ ილტვოდა,
„ყველა ვარდი დაჭკნება“...
როგორც ბებო იტყოდა.
P.შ. ეს ცხოვრება ასეა,
მოდიან და მიდიან,
ბებო სევდით სავსეა,
„გული ძაფით ჰკიდია“...
თავაძე გიზო

თავაძე გიზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი