პოეზია · ლირიკა
პირადი ფასეულობები
ყველას ჰგონია პატარა არფა -ისე გაიზარდა ჩემი სავარცხელი;მაგიდასაც - ტილოს მაგიერ -თითქოს აფრა აფარია, -არ მემეტება პურის საჭრელად;
ლამისაა ქოთნებიდან გადმოცვივდნენ -ყვავილები ვერ ხედავენ რას ვხატავ,რას ვწერ. მზის კვერცხი სარკმელსდავახალე, გავაცხელე ტაფად -ნახევარი საუზმე მზად გვაქვს.
ღრუბელს კათხა შევუშვირე,ბროლის ჭიქაში ჩაეტია.ძირს - მტვერია თუ მარგალიტები? -ბურთულებზე ფეხი მისხლტება.არ გადავფერთხავ. გადავფერთხავ:
ყავისფერ ქუდებს, ქოლგებსუქუდო და უქოლგო ყავისფერსაც -ხალიჩიდან წვიმა ჩაიტანს. მე შემოვალდა ყველაფერს კარგად აგიხსნი:ეს არ არის ჩიბუხი, და არც მაგრიტი.