↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფარდაგი

სამნიაშვილი ლელა

2026-07-181 წთ საკითხავი2252 ნახვა

—
ქვიშა და წყალი, ქვა და ხავსი -რელიეფი შენი ფარდაგის -სახელდახელოდ გაგორებულის -ტერფქვეშ იცვლება. დაბიჯებას ძლივს ვასწრებ.კაწრავს. თვითონვე არჩენს.ქუჩები და კიბეები და იატაკი,განათება და შუქ-ჩრდილები -მიცვლის სახეს, ასაკსა და მიმართულებას.ნაბიჯს ვუჩქარებ და ფარდაგიც სულ უფრო სწრაფადმიგორავს, ასწრებს ტერფქვეშ გაგებას.ღმერთო, ზოგჯერ როგორ უშენოდ მტკივნეულია.ხოლო ზოგჯერ - ფეხის თითები -თმის ღერებამდე იწყებენ ციმციმს.ცაც იცვლება ჩემს თავსზემოთ -სპეცეფექტებს არ იშურებს -მომდევს თავისი ღრუბლებით დადიდი დათვის თანავარსკვლავედსმოაფრიალებს. ვერ გავიგე -ეს მზეები ერთჯერადია, თუ ერთიადა დღეები გზადაგზა სცვივა.როგორ ვენდობი მე ამ ფარდაგს,როგორ მივყვები, და ისიც - როგორ იგრაგნება,როგორ მიგორავს- სულ უფრო სწრაფად -ტერფქვეშ გაშლას ასწრებს, აგრძელებს.რამდენი ნივთი დამრჩა უკან -ვერ ავისხი სამკაულებად.თითები და მხრები არ მეყო.ოკეანემ შეასახლა მათში თევზები.რასაც სული აქვს, თან გამომყვა -გამოიქცა, კვალდაკვალ მდია -ალუბლის ხეში ლიქიორი ჩადგა, გაცოცხლდა,მეგობრებმა არქტიკული სილურჯისკენთვალების თაფლი გამომაყოლეს,ტბებმა ყინული გადაიკრეს, რომ გადამევლო,შენ - ჰაერივით შემომეხვიე,რომ მეყო ასე - სუნთქვის ბოლომდე.
სამნიაშვილი ლელა

სამნიაშვილი ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი