პოეზია · ლირიკა
ფაროსიადა
მოხეტიალე შუქურაა - ძველი ფაროსი -ქრება. ინთება. ისევ ქრება. ისევ ინთება.სანთელი - მკვდარი ხომალდების სასაფლაოზე -სადაც ერთმანეთს - თევზებივით ჭამენ მითებიდა ბოლოს ისე იზრდებიან, ზღვების სიგანევეღარ იტევთ და მოცოცავენ ზემოთ, ხმელეთზეთავისი მკვდრებით და ცოცხლებით. და ეს სიგნალიც -შუქურა, როგორც გამავალი შუქი - ხელებშიდა შუბლში - ისევ ინთება და ქრება და ისევგეწევა. ვიდრე ტრიტონები ღონიერ მკლავებსშემოხვევენ და სხვებს თავისთან დაიტოვებენ,შენ - ამფიბია - ქურუმების ძველი საკლავი -გააღწევ ყველა მითიდან და როგორც იონა -მტრედი - ვეშაპის მუცლიდან და ზემოთ - ჰაერში -ვთქვათ, ალკატრასის შუქურასკენ - ისე იოლადშემობრუნდები, თითქოს ოთხივ კუთხივ გაეშვიმას, ვინც საშოში გამოგზარდა. ეს კოცონები -ეს შუქურები - სხვა მგზავრების ბანაკებია -დაისვენებენ, დაანთებენ, კვლავ აკეცავენგუდა-ნაბადს და სხვა კოცონთან დანაყრდებიან.შენ კი - შორიდან გგონია, რომ გადარჩენაა -ხელის დაქნევა, დაძახილი, და რომ კოცონებსშენთვის ანთებს და აქრობს ვიღაც. და დანარჩენიგზაც - შემიძლია - შუქურებით სავსე მოგწერო.