პოეზია · ლირიკა
სამშობლოს ჩიტი
`ბეღურები სამშობლოში კვდებიან”ახლა ყვავილობს ჩვენში კეხურა,ტაროსი დადგა ერთობ უწესო,არ დამისველდე ჩემო ბეღურა,სამშობლოს ჩიტო, _ უერთგულესო!გამოგივლია ცივი ზამთარი,ციოდათ ალვებს ცაში აჭრილებს,არ გიძებნია სხვაგან მთა-ბარი,შენმა ფიჭვებმა გადაგარჩინეს.პატარა ჩიტო, როგორ მაოცებ,სამშობლოსავით... ვოი, ბედკრულო.მოდი გაგათბობ, თან ბევრს გაკოცებ,ჩიტო ბეღურა, _ ქალზე ერთგულო...