↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მინდა

თავაძე გიზო

2001-08-121 წთ საკითხავი969 ნახვა

—
`თუკი მე, მოძღვარმა და უფალმა,დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთსუნდა დაბანოთ ფეხები”.იოანეს სახარება; თავი 13; მუხლი 14;მინდა დაგბანო ფეხიდა მოვიყარო მუხლი,მინდა გემთხვიო მუხლზე,მინდა გაგყარო მწუხრი.დავტკბე კულულთა ვარცხნით,სახეს მიშრობდე თმებითდა სავსე იყოს ვარცლი,შენი თვალების ტბებით...მინდა ამაღლდე შურზედა არ გვრისხავდეს მეხი,მინდა მაკოცო შუბლზე,მინდა, დაგბანო ფეხი...ტერფებს გილბობდეს ნამი,თვალთა შენთა და ჩემთა...და ეს დიადი წამი,ჰგავდეს უფალთან შერთვას...მინდა დაგბანო ფეხი...მინდა გემთხვიო მუხლზე...
თავაძე გიზო

თავაძე გიზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი