პოეზია · ლირიკა
ვანი
სავანე,გინ დავანება,სიტყვაში ცურავ ჩქერის კალმახი,გალაქტიკების მღვრიე ბანებმააღმოგაცენეს ლორთქო ბალახი...
და რომ არ ჩახმე იგი მოგხედავს,ღრუბლებს მორეკავს უთეთრეს ფთილად...კვლავაც გიდარდებს ვეშაპის დედა,`როს ცა გაახელს დღის თვალებსფრთხილად”.სამშობლოს ჩიტი`ბეღურები სამშობლოში კვდებიან”ახლა ყვავილობს ჩვენში კეხურა,ტაროსი დადგა ერთობ უწესო,არ დამისველდე ჩემო ბეღურა,სამშობლოს ჩიტო, _ უერთგულესო!
გამოგივლია ცივი ზამთარი,ციოდათ ალვებს ცაში აჭრილებს,არ გიძებნია სხვაგან მთა-ბარი,შენმა ფიჭვებმა გადაგარჩინეს.
პატარა ჩიტო, როგორ მაოცებ,სამშობლოსავით... ვოი, ბედკრულო.მოდი გაგათბობ, თან ბევრს გაკოცებ,ჩიტო ბეღურა, _ ქალზე ერთგულო...