↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოდა ლეგოსისადმი

ამაღლობელი რატი

2026-07-181 წთ საკითხავი7902 ნახვა

—
მზიურ შუბის ტარებით,მოარული დარებით,მარადი ნეტარებითკაცნი ვერ გედარებით.სულიწმიდის ქმედებად,ზეშთა შემოქმედებად,ლოცვის ალად გვედებაშენი სულისკვეთება.აზრი ნათლად მევსება,შენკენ გზა რომ მეხსნება,მზის ქსოვილი ლექსებადენთება და ეგზნება.სული შენი სარკეა,სად ელოჰიმ არქეან,სხივით ჩაგიქარგიასამი იერარქია.რაბი! მე სერაბინთადასების მზერა მინდადა ამინ-მზე ამინთე,რომელმან მზე დაბინდა.ქერუბინთა ქნარიდან,ხატის მინანქარიდან,სიოდან და ქარიდან,შიგნით შემო გარედან.დასაბამის საბაბო,არსო დაუსაბამო.კოსმიურო საბანოყოვლი სულის ან-ბანო.სერობის იდუმალისმეცამეტე სტუმარიშენთან მოვალ უმალვე,თუ დავთმე სასთუმალი.სანამ სუნთქვა მეყოფა,მტვრად ვერ მაქცევს, მე ყოფა,თუმც შენს გზაზე მე ღობედნამყო გადამეღობა.დედამიწის ერთეულრიდეს რიდით ვშორდები,დავთვლი სამთა ერთეულს,ვიდრე განვმეორდები.
ამაღლობელი რატი

ამაღლობელი რატი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი