პოეზია · ლირიკა
*** "ცაზე ავიდა დილა"
ცაზე ავიდა დილა,დელია.ირგვლივშენი ღიმილის ფერიმდელოა,დელია.ტანზე გვირილა, ყვირილი მზისცაზე _ისევ ავიდა დილა,ისე ავიდა დილა,რომგადავეჩვიე ტირილს,გადავეჩვიე ტირილს,გადავეჩვიე ტირილსდა ლურჯი ტილო დილისისევ მთელია, დელია,ტანზე.ტანზე _ხელები შენი, ჩემი ხელებიერთად.მკლავები შენი, ჩემი მკლავებიისევ.ტუჩები შენი, ჩემი ტუჩებიშენთან.თვალები შენი _ ჩემი თვალებისნისლი.შენი თვალების ნისლი,ფერისცვალება მთვარის,ფერისცვალება სიზმრის,ფერისცვალება თვალის.ელის წვალება ღამეს.ლამის _თითები შენი, ჩემი თითები.მკლავები შენი, ჩემი მკლავები.გუგები შენი, ჩემი გუგები.თვალები შენი, ჩემი თვალებიერთად ენთოდა მეარანაერი ცის,არანაერი ჰაერიდა გახსენება სხვისარანაერი მსურს.ცრის.მოწყენილობამ ინებაჩემში თავნება დინება,დამევანება ზმანებადდა ნისლი მომეფინებაცის.ცა _ ცარიელი რვეული,ცა _ თეთრეული ეულიმზის,ჩამორღვეულა ძირს.წვიმს.შავეთის ღია კარივნახე და ხელი ვკარი,თვალი გავაღე და მეტანზე გავიძრე ღამეძლივს.წვიმს.