↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენა ხარ

გელაძე ლევან

2026-07-181 წთ საკითხავი2130 ნახვა

—
დღეს, როცა მამული ყვავილში დაცურავს,სხეულში მეღვრება ქართული დილის მზე,მწყურია: ამ გულის ლექსებად დაწურვა,მწყურია: კოჯრიდან დახედვა თბილისზე.მწყურია: მთაწმინდის ნიავი ჩურჩულადა მტკვრისჩუხჩუხი,დუდუნი,ბუტბუტი.ამ ცის ქვეშ სად თქმულა სიკვდილი ლაჩრულად,სიამე თუ გინდა, თბილისში დაბრუნდი.სიამე თუ გინდა, დალანდე ერთ წამით,დალანდე ერთ წამით გაზირი რუსთველის.სწორედ იქ ირხევა ქალი, ვით ლერწამი,იქ იტყვი, მანმადე რაც გქონდა უთქმელი.იქ ნახავ, რაც გწვავდა,რაც გსურდა გენახაიქ ნახავ ტანს ტატანს,იქ ნახავ ფერიებს,იქ ნახავ ზილფ-კავებს გადაწნულს ვენახად,იქ იტყვი _ მადლი ღმერთს!იქ იტყვი _ ფერი ფერს!იქ იტყვი _ ეს მიწა, გულია ქართველის,იქ იტყვი _ სხვა ედემს ვერსაით ვერ ვნახავ...თბილისო...თბილისო...მნახველის,წამსვლელისტრფიალიც შენა ხარ,წყურვილიც შენა ხარ!

გელაძე ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი