↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღვინის წყარო

გელაძე ლევან

2005-07-121 წთ საკითხავი2128 ნახვა

—
რად შეარქვეს ამ მიდამოს ღვინის წყარო,მეასეჯერ ჩავკითხავდი პაპას ბიჭი,წარბს შეკრავდა, –აბეზარა ბალღი ხარო,რა გითხრაო გახსნება როცა მიჭირს.შემდეგ ღიმით მოიხდიდა ყაბალახსადა ფეხზე ფეხს გადადებდადინჯად,მძიედ,ასე იყო,ჰო,ჰო,ასე, კარგად მახსოვს,აქ სახლობდა თურმე ერთი მესხი ვინმე.დღე და ღამე ღია ჰქონდა შვილო, კარი,მეზობლები ეძახოდნენ სოფლის მამას,საცეცხლურზე შანდალივით ენთო კვარიდა უყვარდა გაბმით ლხინი,სმადა ჭამა.კარს მიადგა მგზავრი ვინმე ხერთვისელიდა მოსთხოვა, მასპინძელო, მასვი წყალი,გაიბადრა სოფლის მამაგარჯე,ქველი,სიხარულით გაუბრწყინდა ორთავ თვალი,და უმალვე მიეახლა მწყურვალს სურით,დასუხა და კრძალვით ხელში მიაწოდადა სტუმარმა, ნაამებმა სამსახურით,უთხრა – ძმაომე კი ღვინო არ მწყუროდა.– ამ მიწიდან მხოლოდ ღვინო მოჩქებს წყაროდ,(მასპინძელი გაეხუმრა სტუმარს ასე),– ამ მიწაზე ფესვუჭკნობი ვაზი ხარობს,– ღვინის წყარო?– მაშ, ეს კათხა კვლავ გაავსე.ღვინის წყარო,ღვინის წყარო,იმა დღიდან ადგილს ვუხმობთ, შვილო, ჩემო,ამ მიწაში მადლიანი ვაზი ხარობს,სხვა მადლი აქვს,ჩვენი წყლის დაღვინის გემოს.

გელაძე ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი