↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიცოცხლემ შხამი მასმია

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2015-05-131 წთ საკითხავი10849 ნახვა

—
(სიმღერა)
სიცოცხლემ შხამი მასმია,მეც კახურ ღვინოდ შავირგე:შავსვი და არც მოვერიდე,თუმც მის სიმწარე გავიგე.ვიცოდი, ეს იქნებოდა:ეკლის ლოგინიც დავიგე.ვწევარ და მძინავ ტკბილადა, -აი, ბიჭობაც ეს არი!მაღლიდან შავი ღრუბელითავს დამწოლია მჭეხარი.რაცა სწადიან, ისა ქმნას,მესროლოს მეხი-მედგარი.მე ვარ და არ შავუდრკები,გაკაჟებული მხედარი.ჯერ ასე ყოფნა ვარჩიე,ნუკი გგონივართ ცხედარი.გულში ცოცხალი გრძნობა მაქვს,მოუსვენარი, მყეფარი.ჩემს თვალებს ვეღარ აშინებსცრემლი და სისხლი მჩქეფარი.არც საკუთარი, არც სხვისა,ჩვენი ტყე-ველის მღებარი.
1903 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი