↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სოფლისა წესი ასეა

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2026-07-181 წთ საკითხავი21092 ნახვა

—
სოფლისა წესი ასეა:ჩვენ წარვალთ, სხვანი რჩებიან;მკვდრების მაგივრად მალედვემეორეები ჩნდებიან.სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს,ეს მიტომ დადვა წესადა;სიკვდილი გაუჩენიამას თავის გასაკვებადა.იმიტომა სძულს უძლური,ვით ტანსაცმელი ძველია,რომ უყვარს ნორჩი, ახალი, -მით დაიმშვენოს წელია.დავიხოცებით, სიყვარულსსაკუთარს, ნადებს გულადა,ვკარგავთ პირადად და ვფიქრობთსაქვეყნოდ დაკარგულადა.მკვდარნი ვეკარგვით სიყვარულს,ის ისევ რჩება ცხოვლადა,დაფრინავს, როგორც ფარვანა,საამო, კარგი ყოვლადა,გულის ძგერა აქვს სამეფოდ,ვნებათ ღელვა ჰყავს მშობლადა.ცოცხლებს უძგერებს კვლავ გულსა,შიგ ია-ვარდი მრგველია,იმისგან ჰყვირის ირემი,მისით დაფრინავს შველია;მისგანა გალობს ბულბული,მისგანვე ხარობს ველია,იმისგან ხარობს ბუნება -უკანასკნელი მწერია...ზღვაში იღუპვის ჭაბუკი,თავის სატრფოსთვის ხელია.დიდება ქვეყნის შემოქმედს,რა კარგად დაუწერია!..
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი