პოეზია · ლირიკა
აღსარება ქრისტეს ჯვარცმასთან
შენმა სიშორემსაუკუნოვან ღამედ მაქცია,გატანჯული შავი ხეების ღამედ, რომლებიცგულისწამღებად კვნესიან ქარებში.შენმა სიშორემყველა საზღვარი და ნაპირი ჩამომიქციადა კლდეებიც ვერ აკავებენჩემს მბურღავ მზერას,რომელიც აალებული სულიდან იწყება...შენ ვერ აღორძინდიჩემ სიცარიელეში, როგორც ვარდი,შენი სურნელი, გამაბრუები, ვერ მოსწვდა სხეულს,და მე აღმოვჩნდი მდინარის გზაზე,მერყევი და გაუნდობელი,დრო კი, როგორც ქვა. ჩემ გულში იდოდა დიადი კაკუნი მისი შიგნიდან მჭირდა.მე მეშინია ჩემი სიფხიზლის,საუკუნოვანი ღამეარ მანებებს სიზმარს-თავის მოსატყუებლად,მეშინია ჩემი სიფხიზლის-არაფრად ქცევის.ჩვენ ერთმანეთისკენ მივდივართშენს შორეულ მდუმარებაშიმაგრამ ერთმანეთს უფრო ვშორდებით...გაქრობის სუნთქვა მეზიდებამართმადიდებლურ ნათელ წიაღში.მე დავამტვრიე ჩემი ფესვები,იმ ფესვებიდან უფრო ახლოს რომ დამენახე,ქალბატონი ცოდვა იყო ჩემი მეგზური,ეჭვების, შიშის, უნდობლობის, შემთხვევითობისსაუკუნოვან უძრავ ღამეში.მე მეშინია ჩემი სიფხიზლის,რომელიც მოკლე დანასავით ბზინავს ცივ შუქზე...შენ არ გიცხოვრიავარდის ფერისა და ცისაფერი საუკუნეებში,იამბიკოსა და მაღალი შაირის სამლოცველოში,არ გიკრეფია ღვთის გულიდან წმინდა ყვავილი,არ ჩაგიყვინთავს ქრისტიანი ბავშვის სიზმრებში.შენ ფრთა ხარ-ჩუმი და მოტეხილი,რომლის ბოლოში განუწყვეტლივ შრიალებენძველი ქარები და დროში,შენ იმ მიწიდანფესვებიანად ამოთხრილი ყვავილი ხარ,რომელსაც დილით წყალს თუ დაუსხამ,ოთახშიაც მშვენივრად გაძლებს,მშვენივრად გაძლებს და აყვავილებსსანამ ფესვები გულში ამოვა.