↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედის საბანი

კუხიანიძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი2273 ნახვა

—
მის წყნარ საფლავზე როცა დაჭკნება იასამანი,ფანჯრებს როდესაც ზამთრის ქარები დანისლავს,მე ვარ და ჩემი,მე ვარ და ჩემი დედის საბანი,გამთენებელი,გამთენებელი ღამისა.
გაანიავეს,გაანიავეს დედის მზითევი,ზოგს მისი სახე ახსოვს, როგორც ზღაპარი.მე კი შემომრჩა მისი ფერმკრთალი თბილი თითებითნაფერები და ნაგვირისტები საბანი.
რაც უნდა ქროდეს,რაც უნდა ძრწოდეს ქარი მზარავი,-დედის საბანი,დედის საბანი დამიცავს...მას კი იმ ქვეყნად ცივს, ბნელ მიწაში არ ჰყავს არავინგამთენებელი,გამთენებელი ღამისა.
სუსხი და ნესტი ძვლებშიაც ატანს დაურიდებლად,ალბათ აწუხებს ავი სიცივის ფარფაში,რადგან იქაურ შიშვლებს და ტიტვლებს დაურიგებდა,რაც ჩაატანეს, რაც ჩაატანეს საფლავში.

კუხიანიძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი