↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სამოთხის ლამაზმანებო, უადამებო დამებო

ჯავახაძე ვახტანგ

2011-08-121 წთ საკითხავი27127 ნახვა

—
სამოთხის ლამაზმანებო, უადამებო დამებო,თქვენ გამახსენეთ ედემის დედიშობილა სამეფო.ცას ევასავით შესცინით, მზეს ეუბნებით: ჩადიო!ლამის საჩემო სამზეო ღამის ჩარჩოში ჩატიოთ.ლოველასებმა გაკურთხეს: ღმერთმა დაგწეროთ ჯვარიო!როგორმე უნდა მოვქრთამო მეც თქვენი იმპრესარიო.თქვენი ფერი და ფერვალი საზღვრებსაც აღარ განარჩევს:მინიმალური სამოსიც ეზედმეტება დანარჩენს:რაღა დარჩა და თითქმის და ცოტაც და რაღა აკლია:არც ურეკია საჭირო, არც გაგრა, არც ანაკლია,არც პოდიუმი: გეწვევით და აღარც მოგეხათრებით,მოწყალე მენატურენო, სად დაგეკარგათ მხატვრები?!ყოველდღე თქვენი ზეიმი და თქვენი ბენეფისია,მაგრამ, სამოთხის ჩიტებო, ვინაა თქვენი "ბიძია"!!!
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი