პოეზია · ლირიკა
მეზობლის გოგო
იქით მხარეს მოჩანს შენი ეზო-ველი,ჩემი ეზო აქეთ ძევს.გოგოვ, გოგოვ, თუ ხარ ჩემი მეზობელი,შეიბნიე საკინძე,
შენი ყელი , შენი მკერდი რას მიქვია!განა რამე მწყურია?მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, გამიგია,ისიც შინაურია.
დე, თვალებში ჩამეყაროს მე ნაცარი,თუკი გულში ავი ძევს...მაგრამ მაინც, რომ ჩაივლი, გენაცვალე,შეიბნიე საკინძე!